ახალი ამბები
ატოცის მიმართულებით რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ჩორჩანას რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ,,ძალა ერთობაშიას" წევრები ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, მიშა ბალიაშვილის ცნობით, ვერტმფრენი ჩორჩანას (ხაშურის მუნიციპალიტეტი) მხრიდან გამოჩნდა:

"ჩორჩანას მხრიდან ამოფრინდა და ატოცის მიმართულებით წავიდა. დაახლოებით 2-3 წუთი დაფრინავდა და შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიისგენ გაფრინდა, ამის შემდეგ "ვილისის" მარკის ავტომობილი გამოჩნდა, სადაც ერთი სამხედრო პირი იჯდა. მანქანიდან გადმოვიდა და სურათები გადაგვიღო. ჩვენთან ერთად პოლიციაც იმყოფებოდა" - აცხადებს მოძრაობის წევრი მიშა ბალიაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, რომლის განცხადებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები