ახალი ამბები
რუსულ ოკუპაციაზე სახელმწიფო მინისტრი ფრანგ დეპუტატებს ესაუბრა
რუსული ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეები, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ვითარება, ჰუმანიტარული პრობლემები და მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა-ეს ის თემებია რომელზეც ქეთევან ციხელაშვილმა და ფრანგმა დეპუტატებმა ისაუბრეს.

საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო მინისტრისგან ორივე ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკანონო დაკავებებზე და გამყოფი ბარიერების აღმართვის ფაქტზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ფრანგი დეპუტატები დაინტერესდნენ სამშვიდობო ინიციატივით ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და შეხვედრის მიმდინარეობისას კითხვები მისი განხორციელების გზებზე და კონკრეტულ პროექტებზე დასვეს. შეხვედრის დასრულებისას ფრანგი დეპუტატების დელეგაციამ სახელმწიფო მინისტრს სამშვიდობო გეგმისადმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები