ახალი ამბები
გორის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა
დღეს, გორის საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა მიმდინარეობს. ამჟამად 13 წყვილია რეგისტრირებული.

ჯვრისწერაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ წყვილებს, რომლებსაც აქვთ ჯვარდაუწერელი ოჯახები და სურთ ღვთის წინაშე დააკანონონ თავისი ქორწინება.

საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონიალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მასშტაბით წელს მესამედ იმართება. დღემდე 1000-დე წყვილმა დაიწერა ჯვარი.

,,მსურველებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ, ჯერ მამაკაცი ავსებს, შემდეგ ქალბატონი. სახელი, გვარი, მიეთითება სარწმუნოება, უპასუხებთ კითხვაზე - ხართ თუ არა მონათლულ. ეს აპლიკაცია გადაეგზავნება საპატრიარქოში. ქორწინების მოწმობაში 3 ლარია საჭირო. ერთი ფოტო უნდა იყოს ერთად გადაღებული წყვილთან ერთად" - აცხადებენ ორგანიზატორები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები