ახალი ამბები
რა უნდა გააკეთოს ექიმმა, როდესაც პაციენტი ტკივილით იტანჯება
გორში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან და ონკოლოგებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ექიმების კვალიფიკაციის ზრდას.

,,შეხვედრა მოიცავდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან და ონკოლოგებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას, რომელიც შეეხებოდა ტკივილის მართვის და პალიატიური მზრუნველობის საკითხებს. პროექტის მიზანია ზოგადად საქართველოში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.ისევე, როგორც ჯანდაცვის პროფესიონალების,პაციენტების, ზოგადად მოსახლეობის. ტკივილთან და პალიატიურ საკითხებთან დაკავშირებით"" - ამბობს ნინო მირზიკაშვილი - ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.

,, ჩვენ საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკას ვხედავთ,რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. ეს სტატისტიკა არის იმისა, თუ რამდენად არ მიუწვდებათ ხელი პაციენტებს ადეკვატურ ტკივილგამაყუჩებლებზე. სამწუხაროდ ვხედავთ სურათს, როცა ექიმები თავს არიდებენ საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილისთვის საჭირო მედიკამენტების დანიშვნას. არის პრობლემები კანონმდებლობაში და არის პრობლემები პაციენტის და მათი ოჯახის წარმოდგენაში, რომ თითქოს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები იწვევს დამოკიდებულებას. სინამდვილეში დამოკიდებულება ვითარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არასწორად არის ტკივილი მართული. ამიტომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ,რომ პირველ რიგში ექიმების კვლიფიკაცია ავამაღლოთ ამ მიმართულებით, რომ ტკივილი სწორად მართული იყოს და პაციენტებმა შეძლონ მძიმე დაავადებების პირობებშიც კი ხარისხიანად იცხოვრონ"" - ამბობს ანა ტოკლიკიშვილი - ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი.

,,პაციენტებში რა თქმა უნდა ეს სერიოზული პრობლემაა. ონკოლოგიურ პაციენტებში გვიწევს ამ პრობლემასთან ბრძოლა. გვიჭირს ამ ტკივილის კუპირება არსებული მედიკამენტებით. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა ,რომ ექიმმა იცოდეს სწორი,ადექვატური მართვა. ძირითადად ამის გაკეთება უწევს ამბულატორულად ოჯახის ექიმს"" - ,,გორმედის"" ექიმი-ონკოლოგი მანანა რატიშვილი.

შეხვედრა ტარდება პროექტის ,,დაინახე ჩემი ტანჯვა"" ფარგლებში, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი ,საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

სტატისტიკა: 2017 (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით)

- საქართველოში 47 822 ადამიანი გარდაიცვალა
- აქედან დაახლოებით 20 000-ს აღენიშნებოდა საშუალოდან ძლიერი ინტენსივობის ტკივილი, რომლის გაყუჩება შესაძლებელია ოპიოიდური საშუალებებით - მორფინით.
- ამავე წელს, მორფინით ტკივილი გაუყუჩდა მხოლოდ 3000-მდე უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტს.
- ძლიერი ტკივილის მქონე პაციენტთა 80%%-ზე მეტი ტკივილით იტანჯება.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები