ახალი ამბები
აქციას ,,ღამე მუზეუმში" შიდა ქართლიდან 5 მუზეუმი შეუერთდება
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმებში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება.

მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება. ამავე დღეს, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია "ღამე მუზეუმში" ჩატარდება.

წელსაც, დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე ღია იქნება - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

წელს, აქციას "ღამე მუზეუმში" კერძო მუზეუმებიც შეურთდნენ. სულ, ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობს 114 მუზეუმი, მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია 500 - მდე ღონისძიება.

განრიგი შიდა ქართლში

უფლისციხის ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი - მისამარათი: გორი, სოფელი ქვახვრელი
20:00 -01:00

ტრადიციების ფესტივალი - ღონისძიება გორის ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობების მონაწილეობით


ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი - მისამარათი: გორი, იოსებ სტალინის გამზირი N32

21:00 - გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა კამერული გუნდი
21:20 - პროექტის "უკეთესი მომავლისთვის" მონაწილე ახალგაზრდების წიგნის პრეზენტაცია
21:45 - შშმ პირთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
22:00 - დევნილთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "ქველი" კონცერტი
22:30 - "შავფაროსნების" საჩვენებელი სანახაობა
23:00 - სიმებიანი კვარტეტის კონცერტი
23:30 - ქორეოგრაფიული ანსამბლი "ხევი"
23:45 - ვერიკო ბერუაშვილის ნამუშევრების გამოფენა
00:00 - კოსტუმირებული წარმოდგენა/მეჯლისი და ფოიერვერკი

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
მისამართი: გორი, ილია ჭავჭავაძის N53
19:00 - 23:00

• უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერის ცენტრის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა
და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით უნივერსიტეტის სტუდენტები
ჩაერთვებიან გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილ კონცერტში
• პროფესორ დ. ჩოჩიშვილის ლექცია თემაზე "მუზეუმის ექსპონატები, როგორც რესურსი
ისტორიის გაკვეთილზე" (გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი)
• უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი საჯარო ლექცია თემაზე: "მუზეუმის
#მოდიღამემუზეუმში

როლი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში", რომელსაც წაუძღვება
ფაკულტეტის მოწვეული დოქტორი თამარ კოშორიძე

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
მისამარათი: გორი, სოფელი ვარიანი
18:00 - 01:00

• ღონისძიება "წარსული ღამეში" (მოეწყობა ვიქტორინა , დოკუმენტური ფილმის ჩვენება,
მხატვრული კითხვა, ფოკლორული ნომრების წარმოდგენა)
• საღამოს დაასრულებს ფოიერვერკი

ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზუემი
მისამარათი: ქარელი, ალ. ყაზბეგის ქ. N86

11:00 - 01:00
16:00 - ვიქტორინა თემაზე -"აფხაზეთის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა"
17:00 - ნორჩ მხატვრთა ნამუშევრების გამოფენა
18:30 - პოეზიის საღამო
19:00 - ფოკლორული ანსამბლის "ქარელი" კონცერტი
#მოდიღამემუზეუმში
38

ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამარათი: ხაშური, მ. კოსტავას ქ. N2
18:00 - 01:00

18:00 - ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზუმში დაცული მეთუნეობისა და გამოყენებითიდეკორატიული ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა
20:00 - ადგილობრივი მუსიკალური ანსამბლების კონცერტი
22:00 - "ჩემი ფავორიტი სამუზეუმო ექსპონატი"
22:00 - 01:00 - საუბრები ხელოვნებაზე მრგვალ მაგიდასთან
Print

სტატიის გამოყენების პირობები