ახალი ამბები
გუბერნატორი გორის 1-ლი სკოლის მოსწავლეებს ევროპულ ინტეგრაციაზე ესაუბრება
შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის #1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ხვდება და არაფორმალურ გარემოში ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, განათლების მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრება.

პროექტს ,,დაბრუნება სკოლაში" საინფორმაციო ცენტრი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ,,ევროპის დღეების" ფარგლებში ახორციელებს.

პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და მაღალი თანამდებობის პირების მშობლიურ სკოლებში ,,დაბრუნებას" ითვალისწინებს, რომლებიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და ევროპა-საქართველოს პარტნიორობაზე ესაუბრებიან. დღემდე, ნატოსა და ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების არაერთი წარმომადგენლი ჩაერთო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები