ახალი ამბები
წელს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში სკოლას 509 მოსწავლე ამთავრებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საშუალო სკოლებში ბოლო ზარი 25 მაისს დაირეკება. ამ დღეს სასკოლო ცხოვრებას 509 მოსწავლე დაასრულებსს.

ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს. განათლების სფეროს წარმომადგენელი ნინო ჯიოევა აცხადებს, რომ საატესტაციო გამოცდები 1 ივნისს დაიწყება:

,,სავალდებულოა რუსული ენისა და მათემატიკის გამოცდები. დანარჩენ საგნებს თავად სკოლები განსაზღვრევენ" - აცხადებს ჯიოევა.

ცხინვალის რეგიონში 11 კლასი დაამთავრა:

2016 წელს - 489 მოსწავლემ.

2017 წელს - 453 მოსწავლემ

2018 წელს 435 მოსწავლემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები