ახალი ამბები
18 მაისს ერთაწმინდაში ,,ეროვნული სამოსის დღე" აღინიშნება
2019 წლის 18 მაისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში, წმინდა ესტატეს სახელობის ტაძრის ეზოში, აღინიშნება"ეროვნული სამოსის დღე". ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, რომელშიც მონაწილებას მიიღებენ: ფოლკლორული სიმღერის და ქორეოგრაფიული ანსამბლები. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-დათვალიერება. გაიმართება საჩვენებელი წარმოდგენები.

"ეროვნული სამოსის დღე" - გაცოცხლებული ისტორია კუტურის პოპულარიზაციისთვის" - აღნიშნავენ კასპის მერიაში. ანალოგიური შინაარსის დღე გასულ წელს ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლეში აღინიშნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები