ახალი ამბები
,,გორმედში" პაციენტი სეისმომედეგობის სივრცეში ჩავარდა
გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" პაციენტი რამდენიმე ხნით დაიკარგა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის სეისმომედეგობის სივრცეში ჩავარდა.

სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველებმა ის უკვე ამოიყვანეს:

დავით ყაზაიშვილი, ,,გორმედის" კლინიკური დირექტორი:


,,52 წლის მამაკაცი კლინიკაში შემოყვანილ იქნა ქალა-ტვინის მძიმე ღია ტრავმით, ფიქსირდებოდა ტრავმული სისხლჩაქცევა, ქალას ძვლების მოტეხილობა, სისხლჩაქცევა თავის ტვინში. ჩატარებული მრავლობითი კვლევების საფუძველზე, ოპერაციული ჩარევა იმ ეტაპზე საჭიროდ არ ჩაითვალა, მაგრამ მდგომარეობა იყო მძიმე, პაციენტი 8-9 დღის განმავლობაში მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მას შემდეგ, რაც დინამიკაში მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოიხსნა აპარატიდან და ყველა სასიცოცხლო ფუნქციის სტაბილიზაციის შემდეგ, პაციენტი გადაყვანილ იქნა პალატაში. ფიქსირდებოდა ფსიქოპათოლოგია (თავის ტვინის დაჟეჟილობიდან გამომდინარე), მაგრამ ფსიქოპათოლოგია დროში განვლადი პროცესია და შესაბამისად რეანიმაციულ განყოფილებაში მისი დატოვების აუცილებლობა აღარ იყო." 

,,პაციენტს თავზე ადგნენ ოჯახის წევრები, გამოვიდა პალატიდან და საავადმყოფოს შენობის კედლებსშორის არსებულ სეისმომედეგობის სივრცეში ჩავარდა. როდესაც პაციენტი დერეფანში გამოვიდა, მისი მოძრაობა ვერ შენიშნა მედდამ, ვინაიდან იგი მძიმე პაციენტთან იმყოფებოდა. ცოტა ხნის შემდგომ კი, პალატების შემოვლისას სწორედ მედდამ აღმოაჩინა, რომ მამაკაცი პალატაში არ იმყოფებოდა, გააღვიძა მისი თავზემდგომი მეუღლე და კლინიკის სხვა პესრონალთან ერთად დაიწყეს მამაკაცის ძებნა. აღმოჩნდა, რომ პაციენტი ისეთ ადგილას იმყოფებოდა, რომ მისი გამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით გახდა შესაძლებელი. პაციენტს ჩაუტარდა კვლევები, მის ჯანმრთელობას დამატებითი პრობლემები არ შექმნია" - განაცხადა დავით ყაზაიშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები