ახალი ამბები
,,ზარის ტრაგედიიდან" 27 წელი გადის - ცხინვალში ორი დღით გზას ჩაკეტავენ
ზარის ტრაგედიიდან" 27 წელი გადის. ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა დაცხრილეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.

1992 წლის 20 მაისს 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. 16 მოქალაქე კი, დაშავდა. სატვირთო ავტომანქანით ეთნიკური ოსი მოსახლეობა ჩრდილოეთ ოსეთში მიდიოდა.

რა მოხდა ან ვინ გაუხსნა ცეცხლი ხალხით სავსე მანქანას, გამოძიება არ ჩატარებულა. დაღუპული ადამიანების ახლონათესავები დღემდე ითხოვენ პასუხს.

ამ დღის აღსანიშნავად, ცხინვალში, ყოვეწლიურად დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ღონისძიებები იმართება. 19 მაისს 20 საათიდან 21 მაისის 18 საათამდე, დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრებს ჩაკეტავს.

"ზარის ტრაგედიის მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო 19 მაისის 20:00 საათიდან საქართველოსთან საზღვრის კვეთის გამარტივებულ მონაკვეთებში დროებით მოქალაქეების გაშვება შეიზღუდება." - აღნიშნულია დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები