ახალი ამბები
შიდა ქართლიდან ზუგდიდში სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად 500-მდე აქტივისტი მიდის
,,მივდივართ იმისათვის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს" - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ლობჟანიძემ.

ის და კიდევ 500-მდე აქტივისტი, სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად და დამკვირვებლის სტატუსით,  ზუგდიდში მიემგზავრება.

,,რეგიონიდან 500-მდე დამკვირვებელი ვიქნებით. მოდიან როგორც გორიდან, ასევე, ქარელიდან, ხაშურიდან და კასპიდან. სხვადასხვა დროს გავდივართ და ყველა საკუთარი ხარჯებით და მანქანებით" - აცხადებს ქორჩილავა.

ზუგდიდის ონლაინ გამოცემა ,,ლაივპრესის" ცნობით, ახალ მერს 19 მაისს აირჩევს. თავდაპირველად რეგისტრირებული 16 კანდიდატიდან კანდიდატურა სამმა მათგანმა მოიხსნა. მათ შორის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დავით თორდიამ. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მერობის კანდიდატმა გოგიტა ბიგვავამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსის, "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატმა დათა გაბეჩავამ მმართველი პარტიის კანდიდატის, გიორგი შენგელიას სასარგებლოდ.

ფოტო არქივი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები