ახალი ამბები
ქარელში პოლიციის თანამშრომელი მანქანით გზიდან გადავარდა
ქარელის შს სამმართველოს თანამშრომელი პოლიციის კუთვნილი ავტომანქანით გზიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა, რომელიც სოფელ ბებნისში ცხოვრობს.

ბებნისი ქარელის შესასვლელში მდებარეობს. მოქალაქეები წერენ, რომ ავტომანქანის მძღოლი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის შვილია.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტომანქანა ნამდვილად შსს-ს კუთვნილებაა, ხოლო მძღოლი ამავე უწყების თანამშრომელი.

,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით ავტომანქანის მძღოლი დაჯარიმდა. ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა" - აცხადებენ შსს-ში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები