ახალი ამბები
დღეს მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარის დღეა
დღეს მე-12 კლასელებისთვის ბოლო სასწავლო დღეა. ბოლო ზარს გამოსაშვების კლასის მოსწავლეები სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ.

ტრადიციულად სკოლადამთავრებულები ქალაქში ავტომობილებით მსვლელობას აწყობენ და ამ ფორმით სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ.

"სკოლის დირექტორები ყურადღებას აქცევენ, რომ საჭესთან ბავშვების ოჯახის წევრები ისხდნენ. ჩვენ რეკომენდაციებით ვერ მივმართავთ ბავშვებს, რომ ავტომობილებით არ ირბინონ, ამას მშობლები წყვეტენ. დირექტორი ყურადღებას აქცევს, რომ სრულწლოვანმა მართოს ავტომობილი"- აცხადებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

გორის 67 საჯარო და 5 კერძო სკოლის მე-12 კლასელების უმეტესობას ბოლო ზარის ღონისძიება დღეს აქვთ.

ბოლო ზარია ხაშურის მუნიციპალიტეტის 33-ვე სკოლაში. ტრადიცია იგივეა, სკოლადამთავრებულები ხაშურშიც ავტომობილებით მსვლელობას მართავენ.

"ჩვენ რეკომენდაციები მივეცით, რომ სკოლადამთავრებულები არა ავტომობილებით, არამედ სამარშუტო ტაქსებით იმოძრაონ ასე უფრო უსაფრთხოთ და დაცულები იქნებიან. სკოლის დირექტორიები სრულად აკონტროლებენ იმას, რომ სასწავლო საათებში ბოლო ზარმა ხელი არ შეუშალოთ სხვა კლასის მოსწავლეებს. " ამბობს ხაშურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.

ფოტოზე: გორი, კომბინატი, 2018 წელი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები