ახალი ამბები
გორის ,,ახალბაღში" ელექტრომოწყობილობების უსაფრთხოებას ამოწმებენ
გორის კულტურისა და დასვენების პარკში ელექტრობოძები მოქალაქეებისთვის საშიშია. ამის გამო კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაჩა გვინიაშვილმა სპეციალისტები დაიქირივა.

კომპანია ,,ენერგომშენსერვისის" წარმომადგენლები შემოწმებას უკვე შეუდგნენ: ,,დაფიქსირდა დარღვევები, შეიძლება ითხვას, გარკვეული სახის ხარვეზები და მის აღმოსაფხვრელად მუშაოა მიმდინარეობს" - აცხადებს კეთილმოწყობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

პრობლემა, რომელიც ,,ახალბაღის" ტერიტორიაზე გამოიკვეთა, ელექტრომოწყობილობების დამიწებას უკავშირდება. პირველ ეტაპზე სააგენტომ სწორედ დამიწების გაზომვის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება გადაწყვიტა. შედეგები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

დამიწება - ეს არის რაიმე დანადგარის სპეციალური ელექტროგამტარით მიწასთან შეერთება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები