ახალი ამბები
ხაშურელი პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული გახდა
ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი პროექტ „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული გახდა.

ნანა დაბრუნდაშვილი, 10 საუკეთესო პედაგოგს შორის, მოხვდა, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები კონკურსზე წარადგინეს.

„ევროპასთან ერთად“ ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ხაშურელმა პედაგოგმა პირველ საჯარო სკოლაში განახორციელა და მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებსა და იმ მითების შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოშია გავრცელებული.

საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გაიმართა. პედაგოგებს ჯილდოები მთავრობის მეთაურმა გადასცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები