ახალი ამბები
გორში ორსულ ძაღლს წიხლით ცემეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში, ორსულ ძაღლს წიხლით სცემეს. ამის შესახებ qartli.ge-ს ძაღლის მეპატრონე ესაუბრა.

მისი თქმით, პიროვნება იდენტიფიცირებულია, რომელმაც ძაღლის მეპატრონეების ვინაობაც და ცხოველის მდგომარეობაც იცოდა:

,,ეს ძაღლი საერთოდ არავის არაფერს უშავს. ერთი წელია რაც გვყავს. ასე სასტიკად გაიმეტო ცხოველი, ვერც წარმომიდგენია. აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს" - აცხადებენ ,,მიმის" მეპატრონეები.

,,მიმი" დღეს საღამოს გორის ვეტერინარულ კლინიკა ,მარკოში" მიიყვანეს. ვეტერინარ ვახტანგ ხუბულურის თქმით, სავარაუდოდ, ლეკვები გადარჩენილები უნდა იყოს, თუმცა, რამდენიმე დღე ძაღლს დააკვირდებიან. 

მეპატრონეები შიშობენ, რომ ცემის შედეგად, ყველა ლეკვი ვერ გადარჩებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები