ახალი ამბები
ქარელის მერი ავარიაში მოყვა
,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა" - აცხადებენ შსს-ში. ქარელის მერის სამსახურებრივ მანქანას ავარია იმ დროს მოუვიდა, როდესაც ქალაქიდან ცენტრალურ ავტომაგისტრალის მიმართულებით მოძრაობდა.

,,ტოიოტა პრადო" გადაბრუნდა, სადაც ორი ადამიანი იმყოფებოდა. ქარელის შს სამმართველოს პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მერის მძღოლი დააჯარიმეს 250 ლარის ოდენობით.

,,ქარელმედის" წარმომადგენლების ცნობით, საავადმყოფოში შემთხვევის შემდეგ არავინ მიუყვანიათ. ავარიის შედეგად პაციენტი არ მიუღიათ ,,გორმედშიც".

ქარელის მერიისა და შიდა ქართლის გუბერნატორის პრეს-სამსახურებმა ფაქტის შესახებ არაფერი იციან. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მძღოლს ოქმი ასკ-ს 125-ე მუხლის მეათე ნაწილის საფუძველზე ოქმი შეუდგინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები