ახალი ამბები
მშობლებმა ბაღისთვის გრანტი მოიგეს
სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაღს ქალთა საზოგადოება ,,თანხმობამ"" ტელევიზორები გადასცა. პროექტი ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა მოიგეს და საბავშვო ბაღს ორი ტელევიზორი გადაეცა.

ქალთა საზოგადოება ,,თანხმობის"" თავმჯდომარის იულია ხარაშვილის თქმით, მათი მიზანი იმ რეგიონების დახმარებაა, რომლებიც კონფლიქტის დროს დაზარალდნენ.

,,საბავშვო ბაღის აღჭურვა ჩვენი პროექტის ფარგლებში მოხდა. პროექტი უკვე სამი წლის განმავლობაში მუშაობს იმ რეგიონებში, რომლებიც დაზარალდნენ კონფლიქტის დროს. ვმუშაობთ მოსახლეობასთან ერთად ზუსტად იმ პრობლემებზე, რომლებიც აღმოჩენილია მოსახლეობის მიერ"" - განაცხადა იულია ხარაშვილმა.

ნიქოზის საბავშვო ბაღში გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც საზოგადოება ,,თანხმობასა"" და მერიის თანამშრომლობაზე ისაუბრა.

,,ორგანიზაცია ,,თანხმობასთან"" დიდი ხანია თანამშრომლობს გორის მუნიციპალიტეტის მერია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ორგანიზაციას, რამეთუ ძალიან კარგი პროექტებით შემოდის ჩვენს მუნიციპალიტეტში"" - განაცხადა ეკატერინე სუხიშვილმა.

,,ყველა გახარებულები ვართ, დიდებიც და პატარებიც. მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა მშობლებს პროექტში რომ გავიმარჯვეთ და მოგვართვეს ეს გასართობი სათამაშოები. კონფლიქტის ზონაა და ჩვენს ბავშვებს ნამდვილად ესაჭიროებოდათ ესეთი გახალისება"" - ამბობს ნიქოზის საბავშვო ბაღის დირექტორი - ლაურა კაპანაძე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები