ახალი ამბები
მუნიციპალიტეტში მესაქონლეებისთვის მთავარ პრობლემად ე.წ. თურქული დაავადება რჩება
გორის მუნიციპალიტეტში თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარდა 17 815 სულ მსხვილფეხა და 287 სულ წვრილფეხა პირუტყვს. ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიაწოდეს.

გეგმის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში 20 208 მსხვილფეხა და 13 534 წვრილფეხა პირუტყვის აიცრება.

ღონისძიება ხორციელდება ქვეპროგრამა "ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია რეგისტრაცია" საორიენტაციო სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

რაც შეეხება სხვა დაავადებებს, ცოფის საწინააღმდეგოდ იმუნიზირებულია 570 სული ძაღლი და კატა; გეგმით გათვალისწინებულია 6000 ძაღლი, კატა).

ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ აიცრა 425 სული მსხვილფეხა პირუტყვი და 5600 წვრილფეხა პირუტყვი; (გეგმით გათვალისწინებულია 4714 მრპ; 5429 წრპ)

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 378 სული მსხვილფეხა.

იდენტიფიკაცია-ნიშანდება ჩაუტარდა 3518 სულ მსხვილფეხა და 5600 წვრილფეხა პირუტყვს.

ჯილეხის საწინააღმდეგოდ აცრილია 1550 მსხვილფეხა პირუტყვი; (გეგმით გათვალისწინებულია 5676 ცხოველი)

ლაბორატორიული კვლევისათვის გაგზავნილია პათოლოგიური მასალა, ( ცოფი - 1 სინჯი, პასტერელოზი - 2 სინჯი, ბრადზოდი - 2 სინჯი და ინფექციური სეპტიცემია - 2 სინჯი);

გეგმური ინსპექტირება განხორციელდა 3 ვეტერინარულ აფთიაქში. აღებული და ლაბორატორიული კვლევისთვი გაგზანილი იქნა ვეტერინარული პრეპარატის 2 ნიმუში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები