ახალი ამბები
გორში მოლაშქრეთა 24-ვე კლუბი დააჯილდოვეს
16 მაისს გორის მერმა ,,მოლაშქრეთა კლუბები"" სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც ტურიზმის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა იყო, თითოეულმა მოლაშქრეთა გუნდმა საკუთარ სკოლაზე საიმიჯო ვიდეორგოლი შექმნა და საკუთარი სკოლის ცხოვრება წარმოაჩინა.

კლიპების პრეზენტაცია 16 აპრილს, გორის კულტურის ცენტრში გაიმართა. 16 მაისს კი გორის მერმა კოსტანტინე თავზარაშვილმა მასში მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვა.

,,სკოლის ბავშვები იყვნენ ჩართულნი ამ კლიპების მომზადებაში. ძალიან საინტერესო კლიპები წარმოადგინეს და ამ ბავშვების დაჯილდოება მოხდა სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. მათ შეუძლიათ თავიაანთი შემოქმედებით ტურისტებს ის უმნიშვნელოვანესი ადგილები გააცნონ, რაც გვაქვს"" - განაცხადა გორის მერმა - კონსტანტინე თავზარაშვილმა.

,,ეს პროექტი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ უამრავი რაღაც ვისწავლოთ და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი გავიცნოთ"" - ამბობს პროექტის მონაწილე მარიამ მაისურაძე,რომელიც გორის მეხუთე საჯარო სკოლას წარმოადგენდა.

პროექტში გორის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლა მონაწილეობდა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები