ახალი ამბები
გორში მონკავშირის მაღაზია ,,ფაუნა" გაძარცვეს
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია ,,ფაუნა" გაძარცვეს. მაღაზია სამონადირეო მეურნეობას ეკუთვნის.

მაღაზიაში სანადირო თოფებიც იყიდება. ასევე, განკუთვნილია ვეტერინარებისა და მეფუტკრეებისთვის. წინასწარი ცნობით, წაღებულია სასტარტო იარაღი.

შემთხვევა დღისით მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა იარაღი აიღო და თანხა არ გადაიხადა.

გამოძიება ძარცვის მუხლით (178-ე მუხლის პირველი ნაწილით) მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები