ახალი ამბები
აღაიანში 7-თვის ბავშვს გლოვობენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში გარდაცვლილ 7-თვის ბავშვს გლოვობენ. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დედა, 17-წლის გოგონა უკვე დააკავა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

თემის წარმომადგენლის, ზურაბ ქურასბედიანის ცნობით, 17-წლის გოგონა დაოჯახებული იყო და არ წარმოადგენდა სოციალურად დაუცველთა კატეგორიას.

იხ. ამავე თემაზე:

აღაიანში არასრულწლოვანთა ქორწინების ფაქტი გამოუძიებელია
Print

სტატიის გამოყენების პირობები