ახალი ამბები
,,მე ევროპელი" არტ-ვილა გარიყულაში
"არტ ვილა გარიყულაში" ევროპის დღეების ფარგლებში ღონისძიება "მე - ევროპელი" გაიმართა. ახალგაზრდებს მწერალმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლექციას წაუკითხა.

ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდები შიდა ქართლის გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, ნინო ბოლქვაძეს და კასპის მაჟორიტარი დეპუტატს, პარლამენტის წევრს ირაკლი მეზურნიშვილს შეხვდნენ.

დასასრულს, პოსტერების კონკურსის "საქართველოს ევროპული გზა" გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს ახალგაზრდებმა (სტუდენტები და უფროსკლასელი მოსწავლეები) შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები