ახალი ამბები
ატენელი გოგონა - ფოტოამბავი
ფეხშიშველა, ნაწნავებიანი გოგონა ცნობილმა ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ ატენის გზაზე გადაიღო. ფოტოზე გამოსახული გოგონა, კალათით მხარზე, გორის მიმართულებით მოძრაობს. მას შემდეგ 72 წელი გავიდა.

ფოტოს კი, ატენელების უმრავლესობა დიდი ხანია იცნობს. დაახლოებით, 2-წლის წინ, ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა - ,,იქნებ ვიცნოთ, ვინ შეიძლება იყოსო". თუმცა, ფოტოს გადაღებიდან იმდენი წელი გავიდა, სამწუხაროდ, დღემდე ვერ გაირკვა ფოტოზე გამოსული გოგონას ვინაობა.

1947 წელს ომის ჟურნალისტმა საქართველოში იმოგზაურა. მისი ფოტოები დღეს სააგენტო ,,მაგნუმის" არქივში ინახება. კაპამ, როგორც მისი ფოტოებიდან ირკვევა, შიდა ქართლშიც, იმ პერიოდის საბჭოთა ბელადის, სტალინის მშობლიურ ქალაქში იმოგზაურა. დაათვალიერა ატენი და ასევე გადაღებული აქვს უფლისციხის ძველი საურმო გზაც
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები