ახალი ამბები
ადვოკატი: ,,მკვლელობაში ბრალდებული დედა დუმილის უფლებას იყენებს"
7-თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ დედას, 17-წლის გოგონას ბრალი წარუდგინეს. გორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ადვოკატი და სახელმწიფო ბრალმდებელი დღეს საღამოს გამოვიდნენ.

"ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ბრალს არ აღიარებს. დამატებითი დეტალები არ ვიცი, რადგან საქმის მასალებს ჯერ არ ვიცნობ. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას, დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი" - განაცხადა სახაზინო ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.
იხ. ამავე თემაზე:
Print

სტატიის გამოყენების პირობები