ახალი ამბები
7-თვის ბავშვის მკვლელობის საქმეზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხს დღეს განიხილავს
აღაიანში 7-თვის ბავშვის (ბიჭი) მკვლელობაში ბრალდებულ დედის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე დღეს იმსჯელებ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განუცხადა.

მისი თქმით, პროცესი 17 საათზე გაიმართება. 

შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში 21 მაისს მოხდა. გამთენიისას ჩვილი ეტლში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის დედა კი, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.

გორის პოლიციაში არასრულწლოვან დედას ბრალი ოფიციალურიად წუხელ წარუდგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტომ მომხდარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის დედას ადვოკატი ქეთევან გაგოევი იცავს.

იხ. ამავე თემაზე:


ადვოკატი: ,,მკვლელობაში ბრალდებული დედა დუმილის უფლებას იყენებს"
Print

სტატიის გამოყენების პირობები