ახალი ამბები
გორელ მოსწავლეებს თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა კვლევის ცენტრმა უმასპინძლა
საზოგადოება ,,ბილიკის" ორგანიზებით ქართველი და ოსი მოსწავლეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, სადაც ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევით ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მოსწავლეებისთვის ლექცია ,,ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიული კონტექსტი" წაიკითხა ნაირა ბეპიევმა. ნაირა ბეპიევი ქართულ-ოსური ურთიერთობების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.

პროექტი "ახალგაზრდები ცვლილებებისათვის" ხორციელდება "ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ასევე მოტივაციის გაზრდა, რათა ცვლილებების ინიციატორები გახდნენ.

საკუთარ თემში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, მოსწავლეები ერთობლივად მუშაობენ. სამოქალაქო კლუბში გაერთიანებულნი არიან შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების სკოლებიდან შერჩეული მოსწავლეები. მოსწავლეები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, რომლის პრეზენტაცია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები