ახალი ამბები
ანტონ ფურცელაძის სახლი არბოში (ძველი და ახალი ფოტოები)
ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ანტონ ფურცელაძის სახლის აღდგენის მიზნით, კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის პირობების თანახმად, საპროექტო ორგანიზაციამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში მდგარი, თითქმის სრულად დაზიანებული სახლის აღდგენის საუკეთესო მაკეტი უნდა შექმნას.

ანტონ ფურცელაძის სახლი სოფ. არბოს ცენტრში მდებარეობს. სახლი ორსართულიანი, სხვენიანი და სარდაფიანი იყო, სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური და რიყის ქვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები