ახალი ამბები
ხაშურში კეთილმოწყობის სამსახურის მუშებს ხელფასი 20 ლარით მოუმატეს
,,ხაშურსერვისის" თანამშრომლებს ხელფასი 20 ლარით მოუმატეს. კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელთა ნაწილს კი, - 30 ლარით.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

ხელფასების მატება გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში. ამჟამად, ორგანიზაციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. გაერთიანდა ,,ხაშურსერვისი" და ,,სავანე".

ორივე ააიპ-ი (არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი) ხაშურის მერიის დაფუძნებული ორგანიზაციებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები