ახალი ამბები
120-ლარიანი ტორტი, რომელიც გორის მერიის კულტურის ცენტრმა შეიძინა
,,ეს არის 70-ნაჭრიანი ტორტი, რომლის მომზადებასაც გარკვეული შრომა ჭირდებოდა" - აცხადებს გორის მერიის კულტურის ცენტრის წარმომადგენელი.

კულტურის ცენტრის ბიუჯეტიდან 120 ლარი გადაიხადეს ტორტში, რომლის საბაზრო ღირებულება საკონდიტრო მარაზიებში 45-დან 60 ლარამდე მერყეობს.

,,ჩვენ ასეთი ტორტის მომზადება შეგვიძლია 45 ლარად" - გვითხრეს ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიის წარმომადგენელმა.

მერიის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით, ხარჯების სიძვირე, სავარაუდოდ, ლოგოს მომზადებამ გამოიწვია: ,,როგორც ჩვენ გვითხრეს, ლოგოს მომზადება ძვირი ჯდება. სპეციალური პრინტერის მეშვეობით დაამზადეს" - აცხადებენ კულტურის ცენტრში. სხვა საკონდიტრო მაღაზიაში გვითხრეს, რომ ლოგოს მომზადება ცალკე მაქსიმუმ 8 ლარი ჯდება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები