ახალი ამბები
გორის სასამართლომ 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
არასრულწლოვან დედას, რომელსაც ბრალად 7-თვის ბავშვის მკვლელობა ედება, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მოსამართლემ დღეს საღამოს მიიღო.

წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს გორის პროკურორმა ნათია გუგუტიშვილმა მიმართა. ბრალდების პოზიცია გაიზიარა დაკავებულის ადვოკატიმაც. ქეთევან გაგოევი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე წარდგენილ ბრალს დაცვის მხარე დაეთანხმა.

მკვლელობა კასპის მუნიციპალიტეტში 21 მაისს მოხდა. გამთენიისას ჩვილი ეტლში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის დედა კი, სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.

გორის პოლიციაში არასრულწლოვან დედას ბრალი ოფიციალურიად წუხელ წარუდგინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტომ მომხდარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის დედას ადვოკატი ქეთევან გაგოევი იცავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები