ახალი ამბები
კასპელმა მოსწავლემ კაპადოკიის საგზური მოიგო
კასპის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლემ გვანცა დუშაშვილმა კაბადოკიის საგზური მოიგო. ის ორგანიზაცია ,,დამოუკიდებელი ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გახდა.

გვანცა დუშაშვილმა ერთ სივრცეში ყველა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლის მაკეტი მოაქცია.

პროექტის სახელწოდებაა ,,გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რაიონი - შენი ქალაქი". ის გულისხმობს საქართველოში და დანარჩენ ქალაქებში სხვადასხვა გზებით და მეთოდებით (არაფორმალური განათლების ლექციები, ბანაკები საქართველოს ტერიტორიაზე ასევე ევროპაში, საჯარო ბრაინსტორმინგები, ლიდერთა სკოლები და ა,შ) ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბებას და მათი უნარების განვითარებას.

პროექტს გააჩნია ორი მიმართულება: თეორიული და პრაქტიკული. თეორიული მიმდინარეობის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ რაიონებში, ასეულობით ახალგაზრდასთან ერთად ვმსჯელობთ მუნიციპალური ტურიზმის განვითარების გეგმებსა და ტენდენციებზე.

,,მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს ძირითადი საბაზო განათლება ჯერ მიღებული არა აქვთ, ისინი უამრავ საინტერესო იდეას შესთავაზებენ ადგილობრივ თვითმმართველობებს სხვადასხვა მიმართულებით: ინფრასტრუქტურის განვითარება, რაიონის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინოვაციური სერვისების შექმნა, ბიზნესის განვითარება, ტურიზმის განვითარება და ა.შ." - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები