ახალი ამბები
არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შს სამინისტრომ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.

მუხლი 140. სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში 1. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

საქმე სოფელ აღაიანში მომხდარ ფაქტს ეხება. როგორც ცნობილია, 21 მაისს დააკავეს 2002 წელს დაბადებული დედა, რომელსაც შვილის მკვლელობა ედება ბრალად. გოგონა ჯერ კიდევ არასრულწლოვანია. სწორედ, ბრალდებულ დედის მიმართ ჩადენილ ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

"მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 15 წლის ასაკში დაფეხმძიმდა, რაც 16 წლამდე პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 9 წალმდე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს უკვე ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, დასკვნის შემდეგ უკვე გამოძიება კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს." - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები