2019 წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შიდა
ქართლში ნარკოლოგიური შემოწმება 68 პირს ჩაუტარეს, აქედან დადებითი
შედეგი 30 პირს დაუდგინდა.
რაც შეეხება ასაკობრივ მონაცემებს, სულ შემოწმებაზე გადაიყვანეს 43
პირი, რომელთა ასაკი 25-დან 44 წლამდეა, ნარკოტიკის მოხმარება მხოლოდ
22 მათგანს დაუდგინდა.
რაც შეეხება მარტის თვეს, აქ სტატისტიკა გაცილებით დაბალია. სულ
შეამოწმეს 25 პირი და დადებითი შედეგი 15-მა მათგანმა აჩვენა.
შინაგან საქმეთა სამინისტოს მონაცემების მიხედვით ნარკოლოგიური
შემოწმება მარტსა და აპრილში მამაკაცებს ჩაუტარეს.
სტატიის გამოყენების პირობები