ახალი ამბები
ღონისძიებები, რომელიც გორში 26 მაისს გაიმართება
გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

ქალაქის ცენტრში ვიზალიბერალიზაციის უზარმაზარი პავილიონი მოეწყობა, სადაც ვიზალიბერალიზაციით სწორად სარგებლობის შესახებ, ინფორმაციას მოისმენენ:

ამავე დროს, ვირტუალურ სივრცეში მოქალაქეები გაივლიან "საპასპორტო კონტროლს", "ჩასხდებიან თვითმფრინავში", "დაელოდებიან ბარგს", თავად შეარჩევენ მოგზაურობისთვის სასურველ ქალაქს ევროპის რუკაზე; ისარგებლენ მემოგრამით და "გადაიღებენ" ფოტოს საყვარელი ქალაქის ფონზე (მაგ.: პარიზი, რომი, პრაღა და სხვა);

,,მოედანზე განთავსებული საინფორმაციო სტენდების საშუალებით გაიაზრებენ ცოდნსა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე, საინტერესო ფაქტებსა და ქალაქ გორის ღირსშესანიშნაობებზე; ესტუმრებიან საუკუნისწინანდელ არტკაფე "მანდილოსანს" და გაიზიარონ ცოდნა ქალთა უფლებებზე, წარმატებულ ქართველ ქალებზე და ა.შ. " - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრო ადგილობრივ მცხოვრებლებს სხვა აქციებსაც სთავაზობს:

კერძოდ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იხილონ ადგილობრივი ხელოვანების, მხატვრების, მოქანდაკეების ნამუშევრები და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ კიდეც;

ესტუმრონ ღია კინოთეატრს და შეარჩიონ სასურველი სეანსი მთელი დღის განმავლობაში;

იხილონ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური ფილმები, ეროვნული არქივის მდიდარი საარქივო კინოდოკუმენტები;

დამოუკიდებლობის დღის ყველაზე პატარა მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მთელი დღის განმავლობაში ისარგებლონ ბავშვების გასართობი სივრცითა და მრავალფეროვანი პროგრამით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები