ახალი ამბები
სოფლები, რომლებიც გორსა და ქარელში დაისეტყვა - ოფიციალური ინფორმაცია
ფოტო: სოფელი უფლისციხე

გორის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელი დაისეტყვა. სეტყვა რამოდენიმე წუთი გრძელდებოდა მერეთის, ნიქოზის, შინდისის, ვარიანის, ტყვიავის, ტირძნისისა და დიცის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ 15 - მდე სოფელში.

სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ადგილობრივებთან ერთად მერის წარმომადგენლები ეცნობიან

სეტყვა იყო ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში : ბრეძა, კოდა, ატოცი, ჭვრინისი, აბანო, საციხური, ძლევიჯვარი, სასირეთი, ბრეთის მეურნეობა, ტახტისძირი, დვანი, დირბი , ავლევი, ცერონისი , კნოლევი.



ფოტო: სოფელი ერგნეთი



ფოტო: სოფელი შინდისი

Print

სტატიის გამოყენების პირობები