ახალი ამბები
ქიწნისში მეხი კაკლის ხეს დაეცა
ძლიერი ქარისა და სეტყვის დროს ელვა სახლის ეზოში მდგარ კაკლის ხეზე გადავიდა. შემთხვევა დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში მოხდა.

ეზო ილურიძეებს ეკუთვნის. კაკლის ხის სიახლოვეს რამდენიმე ორსართულიანი სახლიც დგას. 

,,მეხმა კაკალი შუაზე გააპო. ერთი მხარე მთლიანად მოგლიჯა" - აცხადებენ ილურიძეები. ოჯახის წევრებმა გადატეხილი ნაწილი უკვე დაჭრეს.

ამჟამად, სოფელ ქიწნისს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლები დასახლებაში უკვე იმყოფებოდნენ. მოსახლეობამ არ იცის ზუსტი პასუხი, თუ როდის აღდგება დენის მიწოდება.

იხ. ამავე თემაზე:

სოფლები, რომლებიც გორსა და ქარელში დაისეტყვა - ოფიციალური ინფორმაცია
Print

სტატიის გამოყენების პირობები