ახალი ამბები
სანდრა რულოვსი ატოცში ჩავიდა
სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წევრები ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ ატოცში იმყოფებოდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ჰიმნი შეასრილეს და რუსეთის ქმედება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

"დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლური აქცია გავმართეთ, იქ, სადაც საოკუპაციო ზოლი გადის. ამით გვინდა კიდევ ერთხელ გავაპროტესტოს ოკუპანტი რუსეთის ქმედება, ის რომ ხდება ქვეყნის ოკუპაცია და ტეროტორიების მიტაცება"- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სტუმრებს შორის, საოკუპაციო ხაზთან გენერალი დევი ჭანკოტაძე და მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფებოდნენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები