ახალი ამბები
გორის ,,ახალბაღის" დირექტორი პარკში პოლიციის მოძრაობას ითხოვს
1 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვილით გორის კულტურისა და დასვენების პარკში დაცვის თანამშრომლები შეიარაღებულნი ივლიან. ამის შესახებ გორის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორმა ბაჩანა გვინიაშვილმა შს სამინისტროს მიმართა.

ბაჩანა გვინიაშვილის განცხადებით, სეზონის დადგომასთან და ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე, საჭიროა უსაფრთხოების ზომების გატარება.

უსაფრთხოების ზომების გატარება კი, ,,ახალბაღის" დირექტორის, იოსებ კაპანაძის მოხსენებითი ბარათის შემდეგ გადაწყვიტეს.

წერილის მიხედვით, ამ დრომდე, ,,ახალბაღის" ტერიტორიას დაცვის პოლიცია არ იცავს, რადგან შს სამინისტროს ამ უწყების დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები