ახალი ამბები
გორის მერიასთან აქცია მიმდინარეობს
სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა ამ წუთებში გორის მერიასთან აქციას მართავს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლები 3-დღის წინ დაისეტყვა. 15-მდე ადმინისტრაციულ თემში სეტყვამ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუკი მისაღებ პასუხს ვერ მიიღებენ, ავტობანის გადაკეტავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები