ახალი ამბები
გორში მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს
გორში, სტიქიისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს მთავრობის შეთავაზებით.

მთავრობა აპირებს ბანკებთან ურთიერთობაში მოსახლეობას დაეხმაროს და კრედიტების ნაწილში გადავადების შუამდგომლობა გასწიოს. ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრის ცნობით, მომავალი წლიდან, შიდა ქართლში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები განთავსდება.

მოსახლეობა ამბობს, რომ აუცილებელია თანხის გამოყოფა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები