ახალი ამბები
ტურისტული სეზონის გახსნა გორში
გორში, ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიების წერეთლის ქუჩაზე ჩატრდა, სადაც სპეციალურად მოწყობილ პავილიონში ადგილობრივი პროდუქცია წარადგინეს. 

,,ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ჩვენს რეგიონში და დარწმუნებული ვარ სეზონის გახსნის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჩამოვა. ტურისტული სფეროს განვითარებაში ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ, რთა მათ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ და აჩვენონ ჩვენი ღირსშესანიშნაობები ტურისტებს, როგორც სოფლად ისე ქალაქად,"- ამბობს გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილი.

ღონისძიებაზე ასევე მოლაშქრეთა კლუბების პრეზენტაცია მოეწყო, რომლებიც რამდენიმე თვის წინ  სკოლებში შეიქმნა.

,, დღევანდელ ღონისძიებაზე  24 სკოლის მოლაშქრეთა კლუბის წევრები გამოვიდნენ. ეს კლუბები ახლახანს შეიქმნა. მოლაშქრეთა კლუბებს ექნებათ სამუშაო გეგმა, ყველა შეისწავლის თავის სოფელში არსებულ ტურისტულ ადგილებს, შემდეგ უკვე დაამუშავებენ ამ ყველაფერს და ვიმედოვნებ რომ მათი ხელით შექმნილი ტურისტული გზამკვლევი უცხოელი ტურისტებისთვის იქნება მისაღები."- აღნიშნა გორის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ.

,,მე ვარ ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე. მოსწავლეებმა დავაარსეთ ტურისტული კლუბი, სახელწოდებით ,,მთვარეულები", ჩვენ ვაპირებთ გადავიღოთ ვიდეო ჩვენი სოფლის შესახებ, რათა ტურისტებმა უფრო მეტი გაიგონ ჩვენი სოფლის ისტორიის შესახებ."- გვითხრა ხიდისთავის სკოლის მოლაშქრეთა კლუბის ,,მთვარეულების" წევრმა სალომე ლომიძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები