ახალი ამბები
ხაშურში მცხეთიჯვარი-წაღვლის დამაკავშირებელი გზა მოასფალტდება
სოფელ მცხეთიჯვრიდან სოფელ წაღვლამდე გზის მოაფსალტება იგეგმება.  ხაშურის მუნიციპალიტეტის ტენდერს უახლოებს პერიოდში გამოაცხადებს. პროექტის განსახორციელებლად თანხმობა ხაშურის მერიამ უკვე გასცა.

პროექტი 2019-2020 წლებში ორ ეტაპად განხორციელდება და თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა, პროექტის ღირებულება საერთო ჯამში 3 485 349 ლარს შეადგენს.

პირველ ეტაპზე სამუშაოებისთვის დაიხარჯება 862 864 ლარი, ხოლო 2020 წელს დანარჩენი თანხა.

27 მაისს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილეს საკითხი ,,სოფელ ცხეთიჯვრიდან სოფელ წაღვლამდე გზის მოასფალტების სამუშაოების განხორციელების გარიგების დადების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. " წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები