ახალი ამბები
გორში სეტყვა მცირე ხანს 8 სოფელში გაგრძელდა
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დღეს დაისეტყვა, თუმცა იმ სიძლიერის არა, როგორც ეს 25 მაისს მოხდა.

ეს სოფლებია: კარალეთი, პატარა გარეჯვარი, დიდი გარეჯვარი, მარანა, ქიწნისი, შერთული, სათემო, ძევერა.

,,შედარებით ძლიერი სეტყვა იყო მარანაში. დაახლოებით 10 წუთი მოდიოდა სეტყვა, საკმაოდ ძლიერი, თუმცა მნიშვნელოვანი ზარალი მოსახლეობას არ აქვს";- ამბობს გორის მერის წარმომადეგნელი ტყვიავის თემში ზაზა კორინთელი.

სეტყვა იყო კარალეთის თემშიც: ,,ჩვნთან სამივე სოფელში გადაიარა. კარალეთში, პატარა და დიდი გარეჯვარში. კარალეთი მცირედიდ დაისეტყვა" - ამბობს მერის წარმომადგენელი კარალეთის თემში იოსებ ჩალაური.

რაც შეეხება შინდისს, მათი წარმომადგენელი ალექსი მთვარაძე აცხადებს, რომ შინდისში მხოლოდ ერთი უბანი დაისეტყვა.

ქიწნისის თემის წარმომადგნლის განცხადებით, დაისეტყვა როგორც ქიწნისი, ასევე, შერთული, სათემო და ძევერა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები