ახალი ამბები
სოფელ ნაწრეტში 77-წლის და 68-წლის ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს
ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით მათი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ბინებრივი აირის გაჟონვა გახდა.

გარდაცვლილები პედაგოგები იყვნენ: 1942 წელს დაბადებული ანატოლი დუდაშვილი და 1951 წელს დაბადებული მარიამ ბერიძე.

,,ეს ადამიანები ცხოვრობდნენ შვილთან და მათ ოჯახთან ერთად. მოხუცები დაბლა სართულზე იყვნენ, ხოლო შვილი და შვილიშვილები მაღლა სართული. საღამოს, მარიამს უთქვამს, რომ რაღაც მამცინევს და გაზი ჩავრთოთო. როგორც ჩანს, გასათბობად ჩაურთავთ გაზი. თუმცა, ალბათ, ზუსტ მიზეზს გარდაცვალების გამოძიება დაადგენს" - ამბობს მუნიციპალიტეტის მერის სპეციალისტი შავშვების თემში.

ცოლ-ქმარი ბოლო დრომდე სკოლაში მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები