ახალი ამბები
მოგზაურობა ვიზალიბერალიზაციის პავილიონში (VIDEO)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქის ცენტრში ვიზალიბერალიზაციის უზარმაზარი პავილიონი მოეწყო, სადაც მოქალაქეებმა ვიზალიბერალიზაციით სწორად სარგებლობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

,,იუსტიციის სამინისტრომ შემოგვთავაზა ,რომ გორში განგვეთავსებინა სწორედ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფორმები. მათ შორის ეს კონსტრუქციები,რომელზეც გამოსახულია საქართველოს პირველი რესპუბლიკის პასპორტის მონუმენტები. არის სურათები,სადაც პროცედურებია ასახული როგორ ხდებოდა საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება და სიმბოლურად ამ პასპორტის აღება უკვე დაკავშირებულია თვითმფრინავთან,რომლითაც შეგიძლიათ უვიზოდ იმოგზაუროთ ევროკავშირში"" - ამბობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე - სოსო გიორგაძე.

მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გაეარათ საპასპორტო კონტროლი, ჩამსხდარიყვნენ თვითმფრინავში, დალოდებოდნენ ბარგს, თავად შეერჩიათ მოგზაურობისთვის სასურველი ქალაქი ევროპის რუკაზე, ესარგებლათ მემოგრამით და "გადაეღოთ" ფოტო საყვარელი ქალაქის ფონზე.

,,ვესტუმრე ვიზალიბერალიზაციის პავილიონს. შევარჩიე ჩემთვის სასურველი ქვეყანა ევროპაში სამოგზაუროდ, გავიარე საპასპორტო კონტროლი,ჩავჯექი თვითმფრინავში,შემდეგ ავიღე ბარგი და ბოლო ეტაპზე,გადავიღე ფოტო ჩემთვის საოცნებო ბარსელონაში"" - გვითხრა თამარ ხეთაგურმა,რომელმაც ვიზალიბერალიზაციის პავილიონით ისარგებლა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები