ახალი ამბები
,,გაბედე აზროვნება" - ლევან ბერძენიშვილის ლექცია გორში (VIDEO)
,,ჩვენ დღეს ვისუბრეთ თავისუფლებაზე. თქვით,რომ ორნაირია თავისუფლება. ესაა თავისუფლება სახელმწიფოსგან,მაგრამ ამავე დროს ესაა სოციალური თავისუფლება უმრავლესობისგან, რომ უმცირესობები უნდა იყვნენ დაცულნი, რომ ყველაზე არასწორი აზრიც კი უნდა იყოს დაცული იმ მხრივ, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს მისი გამოთქმის,მისი ცხოვრებაში გამოყენების საშუალება" - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მან, ასევე, გაიხსენა თუ როგორ ცხოვრობდა საბჭოთა კავშირის დროს, რა შეზღუდვები და უფლებები ჰქონდათ საბჭოთა ადამიანებს.

,,ვისაუბრეთ ცხოვრების პრინციპების შესახებ. ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად და არა ისე, როგორც მეზობელს მიაჩნია სწორად და ბევრი ვიმსჯელეთ ამაზე. იყო ძალიან კარგი შემადგენლობა, ძალიან კარგი კითხვები,დიდი ინტერესი. ესაა ის თაობა,რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ ქვეყანაში და საქართველო რა თქმა უნდა მათ ხელში ათასჯერ უკეთესი გახდება,ვიდრე ეს არის ჩვენი,ძველების ხელში"" - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რიგითი მოქალაქისთვის მოუსმინო საბჭოთა კავშირში დაბადებულ ადამიანს, რომელიც ანტისაბჭოურად ფიქრობს და მას გააჩნია მთავარი ღირებულება,როგორიც მე. ეს არის - თავისუფლება. შესაბამისად ლევან ბერძენიშვილის მოსმენა ჩემთვის ყოველთვის დიდ ბედნიერებასთან ასოცირდება. მისი არგუმენტირებული მსჯელობა და მისი კონკრეტული გამოცდილების გაზიარება ჩემთვის და ახალგაზრდა თაობისთვის უმნიშვნელოვანესია"" - ამბობს გიორგი ოგანესიანი,რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.

,,ორი ოცნება მქონდა ცხოვრებაში. ერთი პირადი ის, რომ ქალი მომწონდა და მინდოდა ის ქალი ჩემი ყოფილიყო და მეორე საზოგადო, მინდოდა, რომ ჩემი ქვეყანა, რომელიც მაგ დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო გათავისუფლებულიყო"" -განაცხადა გორელ ახალგაზრდებთან შეხვედრისას ლევან ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ ორივე ოცნება აუსრულდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები