ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე ორი საკემპინგე ადგილი მოეწყობა
ქალაქ გორში ორი საკემპინგე ადგილი მოეწყობა. ამის შესახებ გორის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ ,,ქართლის სტუდიაში" განაცხადა.

მისი თქმით, შერჩეულია ორი ლოკაცია. ,,ეს ტერიტორია იქნება წმინდაწყალზე. შერჩეული გვაქვს ორი ადგილი, სადაც ჩამოსულ ტურისტს შეეძლება დაბანაკება და ყველა იმ სერვისის მიღება, რაც დაკავშირებულია კემპინგთან" - განაცხადა მაღლაკელიძემ.

კომპანია ,,სითი ისტიტუტი საქართველოს" რეკომენდაციის მიხედვით, გორის მერიამ უნდა იფიქროს საკემპინგე ადგილების მოწყობაზე. ამ მხრივ, ტურიზმის განყოფილების უფროსის განცხადებით, ატენსა და უფლისციხეში უკვე არსებობს:

,,თუმცა, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ასეთი ადგილები გამოყოფილი უნდა იყოს გორში." - აცხადებს მაღლაკელიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები