ახალი ამბები
,,გადაჭარბებული" მუშაობის გამო შიდა ქართლში დანამატი 639-მა მოხელემ მიიღო
შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 2019 წელს დანამატის სახით 264 930 ლარი გაიცა. დანამატი 639-მა საჯარო მოხელემ მიიღო.

უფრო კონკრეტულად:

გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე დანამატის სახით გაცემულია 73 730 ლარი. დანამატი არ აუღია გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს მის მოადგილეებს, ადმინისტრაციისა და ინფორასტრუქტურის სამსახურის უფროსებს.

სულ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა 257 თანამშრომელზე და თანამდებობის შვის პირზე გაიცა.

ხაშურში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დანამატის სახით 70 425 ლარი გამოიყო და ასე გადანაწილდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძემ 2019 წელს დანამატის სახით 900 ლარი აიღო, მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო 1 800 ლარია.

დანამატები აიღეს მუნიციპალიტეტის 9 სამსახურის უფროსებმა 650-650 ლარი მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1 300 ლარია.

დარჩენილი 63 675 ლარი კი, 144 მოხელეზე გადანაწილდა.

დანამატების გარეშე არც ქარელის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დარჩნენ. მერის პირველმა მოადგილემ ნუგზარ დაბრუნდაშვილმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დანამატის სახით 950 ლარი, ხოლო ახლადდანიშნულმა მოადგილემ 850 ლარი აიღეს.

რაც შეეხებათ საჯარო მოხელეებს 139 თანამშრომელმა 56 105 ლარი გადაინაწილა.

დანამატი გაიცა კასპის მუნიციპალიტეტის 90 თანამშრომელზეც, თანხის ოდენობამ 62 870 ლარი შეადგინა, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მაღალი თანამდებობის პირებს დანამატი არ აუღიათ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები