ახალი ამბები
გორში სასწრაფოს ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ქალმა უკმაყოფილება წინა გამოძახების შემთხვევის დროს მომხდარ ფაქტზე გამოხატა. 

,,ჯერ მე მომვარდა საცემად, მერე სამედიცინო ხელსაწყოები დააზიანა. ჯგუფში ორსულიც გვყავს და ვშიშობდი, რომ მასზეც არ მიეტანა იერიში. მოტივი გაუგებარია, აბსურდულ მიზეზს ასახელებდა, თითქოს, წინა გამოძახებისას, მის მეუღლეს ნემსი სწორად არ გავუკეთე, თუმცა, დაბეჯითებით ვერც იმას ამბობდა, წინა გამოძახებაზე მე ვიყავი თუ არა", - აცხადებს ექიმი მაია ნაოჭაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები